Saturday, October 5, 2013


  1. პროექტის სახელწოდება: სილამაზე და ჰარმონია არქიტექტურასა და ლიტერატურაში
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სიმეტრია, პარალელური გადატანა და ოქროს კვეთა მსოფლიო არქიტექტურაში და ლიტერატურაში:
  3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები ნახავენ მათ გამოყენებას ისტორიულ და თანამედროვე ცხოვრებაში, კერძოდ არქიტექტურაში. აღიქვამენ სიმეტრიული და პარალელური გადატანით მიღებული ფიგურების სილამაზეს
  4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა განიმტკიცონ ცოდნა სიმეტრიის, პარალელური გადატანის და ოქროს კვეთის შესახებ, ნახონ მათი გამოყენების შედეგი არქიტექტურაში, გაიაზრონ, რას ნიშნავს სიმეტრია ლიტერატურაში
  1. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
  2. ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
  3. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნას სიმეტრიისა და პარალელური გადატანის შესახებ. ნახავენ მათ გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში. აღიქვამენ არქიტექტურული ძეგლების სილამაზესა და ჰარმონიულობას სიმეტრიულობის და პარალელური გადატანის გავლენით; გაეცნობიან იმ სიტყვებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სადაც ჩანს სიმეტრია ან ოქროს კვეთა
  4. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სასწავლო სახელმძღვანელო, კომპიუტერული პროგრამები: Internet, Power point, კომპიუტერი, პროექტორი
  5. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი აირჩევს ქვეყანას, რომლის  არქიტეტურაშიც მოიძიებს ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობებს,რომლებშიც გამოყენებულია სიმეტრიული და პარალელური გადატანით მიღებული ფიგურები მოძიებული გრაფიკული გამოსახულებებით და შესაბისი ტექსტებით მოამზადონ პრეზენტაციები. პრეზენტაციებში დახასიათებული და განხილული უნდა იყოს არქიტექტურაში დანახული სიმეტრიული ფიგურები, თვალსაჩინოდ უნდა იყოს ნაჩვენები შესაბამისი სიმეტრიის ღერძები და ის პარალელური გადატანები, რომლითაც შესრულებულია ორნამენტები.
    მოძებნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ჩანს სიმეტრია ან ოქროს კვეთა.
  6. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეს თემა კავშირშია ხელოვნების საგანთან, ლიტერატურასთან
  7. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) შორენა გულაშვილი
  8. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: Shorenagulashvili@gmail.com
  9. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://silamazedaharmonia.blogspot.com/

No comments:

Post a Comment